საზოგადოება
„ბავშვი მოატყუა, რომ თანატოლი იყო“ – Tiktok-ზე დაწყებული სექსუალური ძალადობა და პატიმრობა 9 წლით
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
გამოძიება კაცს 14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებას ედავებოდა, რაც ისჯება 8-დან 12 წლამდე პატიმრობით.
30 წლამდე კაცი, რომელსაც ცოლი და არასრულწლოვანი შვილები ჰყავს, ბავშს Tiktok-ზე თანატოლად გაეცნო. უთხრა, რომ 15 წლის იყო და მოსწონდა.
თავდაპირველად, მათი დიალოგი მხოლოდ ერთმანეთის მოკითხვით, გაცნობით შემოიფარგლებოდა. თუმცა, მალევე, კაცმა, რომელიც 11 წლის გოგოს მისი თანატოლი ეგონა, უთხრა, რომ ის უყვარს, შეყვარებულები არიან და მასთან სექსუალური შინაარსის მიმოწერა წამოიწყო.
„კაცი უგზავნიდა ბავშვს ინტიმურ ფოტო-ვიდეო მასალას და სთხოვდა, რომ ასეთივე შინაარსის მასალა ბავშვსაც გაეგზავნა. აძლევდა კონკრეტულ დავალებებს, რა უნდა გაეკეთებინა. ბავშვი იმდენად პატარაა, რომ ვერ ხვდებოდა, რაზე ელაპარაკებოდა. გარკვეული ფოტოები ბავშვსაც ჰქონდა გაგზავნილი.
კარნახობდა დეტალურად, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა. ამ ტექსტების წაკითხვა შემზარავი იყო. სიტუაციას ისიც ამძაფრებს, რომ ამ ადამიანმა იცოდა ბავშვის ასაკი, იცოდა, რომ ელაპარაკებოდა 11 წლის ბავშვს და ამის მიუხედავად, სთხოვდა უკიდურესად მძიმე ვიდეო...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→