
ახალი ამბები
ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ბრალდებული დააკავეს
👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული გ.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 2006 წელს დაბადებულ გ.კ. -ს დანის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. პოლიციამ გ.მ. ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: InterPressNews→