ახალი ამბები
ბათუმში 22 წლის პირი ცივი იარაღით დაჭრეს
Tabula
•15 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ბათუმში 22 წლის პირი დაჭრეს. შსს-ს ცნობით, ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ი. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 2003 წელს დაბადებულ ა.დ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს". - წერია შსს-ს განცხადებაში.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→