
ახალი ამბები
ბაჩოს ტელეფონი დადგენილი არ აქვთ, გუშინაც მე დამირეკეს და ისე დაიბარეს - ახალაიას ცოლი
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ის ასევე აცხადებს, რომ დაკავებამდე ახალაია გეგმავდა პოლონეთში ემიგრაციას, თუმცა ქართველმა მესზღვერეებმა არ გაუშვეს.
„ბაჩოს ტელეფონი დადგენილი არ აქვთ. გუშინაც მე დამირეკეს, ბაჩო ისევ ჩემი ტელეფონის მეშვეობით დაიბარეს... არ იციან ბაჩოს ტელეფონი. საიდან ადგენენ რომ ჩემი ტელეფონი არ არის?.. საიდან ადგენენ ამას, ვარაუდია, ხომ? სასაცილოა, მაგრამ ჩვენთან ხომ ცირკები ხდება სასამართლოში“, - უთხრა დღეს დილას, 26 დეკემბერს ტელეკომპანია პირველს ანი ნადარეიშვილმა.
„ბაჩო რამდენიმე კვირის წინ ისევ პოლონეთში უკან გაბრუნებას აპირებდა. ჩვენ იქ წასულები ვიყავით, როგორც ემიგრანტები. ბანკში გვაქვს ყველაფერი და ლუკმაპურის საშოვნელად ვიყავით. ძალიან დიდი დავალიანება გვაქვს... ბაჩო საზღვარზე არ გაუშვეს“, - ამბობს ნადარეიშვილი.
მისი თქმით, ეს დაახლოებით სამი კვირის წინ მოხდა და ახალაიასთვის მიზეზი არ განუმარტავთ.
„ბაჩოს თვითონაც ჰქონდა მოლოდინი რომ დააკავებდნენ. აბსოლუტურად ყველაფერი იცოდნენ, მათ შორის ჩვენი გადაადგილება და ის, ვინ მოდიოდა ჩვენთან. დიდი ხანია ლუპის ქვეშ ვართ“, - ამბობს ანი ნადარეიშვილი....
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→