
ახალი ამბები
ბაჩო ახალაიას ბრალი წაუყენეს
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
„ბაჩოს პოზიციაა, რომ ბრალი არის უსაფუძვლო და აბსურდული. პირდაპირ რომ გითხრათ, ცინიზმი. მას ბრალი წარედგინა იმისთვის, რომ ბატონ მურთაზ ზოდელავასთან და პაატა ბურჭულაძესთან აკავშირებს მეგობრობა... არ ენდობა გამოძიებას და ამ მოტივით მან ჩვენება არ მისცა გამოძიებას“, - თქვა ბაჩო ახალაიას ადვოკატმა.
მისივე განმარტებით, საგამოძიებო უწყება მოითხოვდა, მას ხელი მოეწერა გაუთქმელობისთვის, რაც ნიშნავს, რომ მას საქმის დეტალებზე საუბარი აეკრძალებოდა. გია გოროზიამ თქვა, რომ შეიტანა შენიშვნა.
ბრალის წაყენების შემდეგ პროკურატურა სასამართლოს მიმართავს. თბილისის სასამართლოს მიმართვიდან 24 საათი აქვს აღკვეთის ღონისძიებაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
სუსის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ „საქმეზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება“, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე აწ უკვე ბრალდებულ ორგანიზატორებთან, - „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრებთან, მათ შორის პაატა ბურჭულაძესთან, - 4 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან მათს დაკავებამდე ჯამში 343-ჯერ შედგა კომუნიკაცია - „სატელეფონო ინტერნეტ-კომუნიკაცია ინტ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→