მსოფლიო
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის წყალმომარაგებისთვის 40%-ით ნაკლები იხარჯება
ბიზნესპრესნიუსი
•8 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მოსახლეობის 60%-ზე მეტი, ანუ დაახლოებით, 2.7 მლრდ ადამიანი ბოლო 12 წლის განმავლობაში უკიდურესი უწყლობიდან გამოვიდა, თუმცა გარემოსდაცვითი მდგომარეობის სწრაფი გაუარესება და დაფინანსების სერიოზული დეფიციტი ამ მიღწევას საფრთხეს უქმნის.
ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის წლევანდელ ანგარიშში წერია, სახელწოდებით, „აზიის წყლის რესურსების განვითარების პერსპექტივა“ (Asian Water Development Outlook-AWDO).
ანგარიშის თანახმად, 2013 წლიდან უწყლობის პრობლემა განახლებული პოლიტიკური ვალდებულებით, მიზნობრივი ინვესტიციებითა და მმართველობის რეფორმებით დაიძლია. თუმცა ეკოსისტემის გაუარესება, კლიმატური რისკები და წყალზე ინვესტიციებისთვის დაფინანსების დეფიციტი მილიარდობით ადამიანს კვლავ წყლით დაუცველობის საფრთხეს უქმნის. ჭაობები, მდინარეები, წყალშემკრები ფენები და ტყეები, რომლებიც წყლის ხანგრძლივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, სწრაფად უარესდება. ამინდის ექსტრემალური მოვლენები, როგორიც შტორმული ტალღებია, ასევე, ზღვის დონის აწევა და მარილიანი წყლის შემოჭრა საფრთხეს უქმნის რეგიონს,...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→