
ახალი ამბები
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გზები გაიხსნება - ალიევი
ბიზნესპრესნიუსი
•6 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
სომხეთი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე გავლით ირანის რკინიგზაზე, ხოლო აზერბაიჯანის დანარჩენ ტერიტორიაზე გავლით რუსეთის რკინიგზაზე მიიღებს წვდომას.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა ადგილობრივ ტელეარხებთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რასაც Report ავრცელებს.
მისი თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის გზები გაიხსნება.
„ეს სომხეთისთვისაც სასარგებლოა, რადგან არსებული ჩიხიდან გამოვა. აქ წაგებული არავინაა ეკონომიკური ან სატრანსპორტო თვალსაზრისით, ხოლო თუ ვინმე პოლიტიკურად წაგებულად მიიჩნევს თავს, ეს მისი პრობლემაა. თუ სომხები ამ საკითხს პრაგმატულად მიუდგებიან, ისინი სარგებელს ნახავენ,“ - აცხადებს ალიევი.
პრეზიდენტის ცნობით, ყარაბაღსა და აღმოსავლეთ ზანგეზურში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, სამუშაოები ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც დაიწყება. მსხვილი პროექტები მწვანე ენერგიას, სოფლის მეურნეობას, ირიგაციასა და ტურიზმს მოიცავს.
„ჩვენ ამ რეგიონს ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიასთან გავაერთიანებთ. ამას ნებისმიერ შემთხვევაში გავაკეთებდ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→