
მსოფლიო
აზერბაიჯანმა სომხეთს გადასცა მანამდე ყარაბაღში დაკავებული ოთხი კაცი
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთს გადასცა სომხეთის ოთხი მოქალაქე, რომლებიც მანამდე მთიან ყარაბაღში დააკავეს და პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.
„გევორგ სუჯიანი, დავით დავთიანი, ვიგენ ეულჯექჩიანი და ვაგიფ ხაჩატრიანი ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებმა ჰაკარის ხიდის გავლით სომხეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს გადასცეს და ამჟამად სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან“, - დაწერა ფაშინიანმა ფეისბუკის გვერდზე.
მოგვიანებით კი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
„გევორგ სუჯიანს, დავით დავთიანს და ვიგენ ეულჯექჩიანს, წინასწარი შემოწმების თანახმად, ჯანმრთელობის პრობლემები არ აღენიშნებათ. ვაგიფ ხაჩატრიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, წინასწარი შეფასებით, დამაკმაყოფილებელია. ისინი ერევანში გადაჰყავთ“.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, 22 დეკემბრის ღამეს, ხაჩატრიანი აზერბაიჯანის ციხიდან გულის გართულებებით, კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოს რეანიმაციულ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→