
ახალი ამბები
აზერბაიჯანი ხელოვნური ინტელექტის რეგიონულ ცენტრად უნდა გადაიქცეს - ალიევი
ბიზნესპრესნიუსი
•6 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
აზერბაიჯანის ერთ-ერთი მიზანი ხელოვნური ინტელექტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების რეგიონულ ცენტრად გადაქცევაა.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა ადგილობრივ ტელეარხებთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რასაც Report ავრცელებს.
“მჯერა, რომ ამის პოტენციალი გვაქვს,” - ამბობს ალიევი.
მისი ცნობით, აზერბაიჯანი პარტნიორებთან ერთად მონაცემთა ცენტრების შექმნაზე მუშაობს, უკვე განხორციელებულ პროექტებს შორის კი კიბერუსაფრთხოების ცენტრია.
“ჩვენ ბევრ სპეციალისტს საზღვარგარეთ ვაგზავნით ტრენინგებზე, ასევე, სასწავლო კურსებს აზერბაიჯანში ვაწყობთ, რაც საშუალებას გვაძლევს, კომუნიკაციების განვითარებასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი გავხდეთ,” - აცხადებს ალიევი.
ის მთავარ პარტნიორებად ამერიკულ კომპანიებს მიიჩნევს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→