
ახალი ამბები
ავტომატიანი მანიაკები - „გმირებად“ შერაცხილი მკვლელები ფრონტსა და ზურგში
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
31 წლის კონტრაქტით დაქირავებულმა რუსმა ჯარისკაცმა, სერგეი იაგუშევმა, რომელიც ივნისში ტყვეობიდან გათავისუფლდა, 2025 წლის 25 ნოემბერს ლენინგრადის ოლქის სოფელ კამენკაში შვიდი თანამებრძოლი მოკლა. იაგუშევმა, რომელსაც დღემდე უშედეგოდ ეძებენ, თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი პატიმრობისგან თავის დაღწევის მიზნით გააფორმა.
იაგუშევი ვოლგოგრადის ოლქის დანილოვსკის რაიონში უბნის რწმუნებულად (პოლიციელად) მუშაობდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებამდე გაასამართლეს სისხლის სამართლის საქმეების გაყალბებისთვის. სასჯელის მოხდის (გამოსასწორებელი სამუშაოები) დროს მოიპარა ტრაქტორი, რის გამოც საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს. სწორედ აქ, რათა თავი აერიდებინა ხანგრძლივი პატიმრობისათვის, სერგეი იაგუშევმა გადაწყვიტა უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლა. კონტრაქტი პირდაპირ წინასწარი დაკავების იზოლატორში გაფორმდა, თუმცა იაგუშევს არ გაუმართლა - რამდენიმე თვეში ტყვედ ჩავარდა. ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ აპირებდა მშობლიურ სოფელ ატამანოვკაში (ვოლგოგრადიდან ჩრდილოეთით 170 კმ-ში) დაბრუნებას, თუმცა თავ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→