ახალი ამბები
ავალიანის ოჯახის ადვოკატი დაკავებული არასრულწლოვნისთვის ბრალის დამძიმებას ეხმაურება
Tabula
•18 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი, დარეჯან სულაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ბრალის დამძიმებას ეხმიანება.
ადვოკატის განცხადებით, დ.ჩ-სთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია, ამის გამო იგი ხსნის, რატომაა სახეზე განზრახ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (სხეულის მძიმე დაზიანება ჯგუფურად) მომზადებაში მონაწილეობა.
სულაშვილი განმარტავს, რომ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებაში დ.ჩ-ს მონაწილეობა მისი ჩვენებითაც დასტურდება, გ.რ-სთან მიმოწერითაც და ანძებითაც.
"დანაშაულის დაგეგმვა და დანაშაულის მომზადება ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ტერმინია!!!
გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-ისთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია, ვინაიდან არასრულწლოვნის დედა, ქალბატონი სოფო ძნელაძე მისი შვილის მიმართ ბრალს წარმოგვიდგენს ასეთი ფაბულით - დ.ჩ. გაყვა ძმაკაცებს ვიღაცასთან დასალაპარაკებლად 29 სექტემბერს და იმ დროს დანაშაული არ მომხდარა. ამ ჭრილში მისი კითხვა - რატომ უნდა აგოს დ.ჩ-მ პასუხ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→