მსოფლიო
ათასობით მოკლული და სისხლში ჩახშობილი პროტესტი ირანში
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
უფლებადამცველების სხვა ჯგუფები ვარაუდობენ, რომ მასობრივი პროტესტისას, 8 იანვარის შემდეგ, ირანის უსაფრთხოების ძალებმა გაცილებით მეტი ადამიანი მოკლეს.
უფლებადამცველები იუწყებიან 19 ათასი დაკავებულის შესახებ.
Human Rights Watch-ის თანახმად, ჩნდება სულ უფრო მეტი მტკიცებულება პროტესტის მონაწილეთა და შემთხვევით გამვლელთა მასობრივად დახოცვის შესახებ - უსაფრთხოების ძალების „კოორდინირებული სასტიკი რეპრესიების“ შედეგად. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია 16 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს:
12-14 იანვარს Human Rights Watch-მა 21 ადამიანი გამოკითხა, მათ შორის - მოწმეები, დაღუპულთა ნათესავები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები, სამედიცინო პერსონალი. შეისწავლა აუდიო და ვიზუალური მასალები; ასევე ავთენტიკური ფოტოები, ვიდეომასალები.
ჯერ კიდევ კაჰრიზაკიდან 11 იანვარს გავრცელებულ ვიდეომასალებში ორგანიზაციამ სულ ცოტა 400 ცხედარი დათვალა - პოლიეთილენის პარკებში, როცა ახლობლები მათ ამოცნობას ცდილობდნენ. მედიკოსებს შეაფასებინეს ადამიანების სხეულზე აღბეჭდილი დაზიანებები, ჭრილობები.
Human Rights Watc...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→