
ახალი ამბები
აშშ ვენესუელურ ნავთობს ექსპორტზე თავად გაიტანს
ბიზნესპრესნიუსი
•8 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
აშშ ვენესუელას საზღვაო ბლოკადას მოხსნის, თუმცა ნავთობის ექსპორტს გააკონტროლებს. კერძოდ, გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი „აშშ-ის მთავრობის მიერ კონტროლირებად ანგარიშებზე ჩაირიცხება“ და ვენესუელის ეკონომიკის აღსადგენად იქნება გამოყენებული.
ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრ კრის რაიტმა განაცხადა, რასაც Bloomberg ავრცელებს.
მისი თქმით, აშშ ჯერ ვენესუელას საცავებში არსებულ ნავთობს გაყიდის, შემდეგ კი ადგილობრივად წარმოებული ნავთობის გაყიდვას „განუსაზღვრელი ვადით“ დაიწყებს.
სიტუაციის მცოდნე პირმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ეს თანხა აშშ-ის ხაზინის ანგარიშებზე განთავსდება და ვენესუელელი კრედიტორებისგან იქნება დაცული. ადმინისტრაციის ორი ჩინოვნიკის ცნობით, აშშ ვენესუელას წინააღმდეგ სანქციებს თანდათან შეამსუბუქებს.
მიმდინარე კვირას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელა შეერთებულ შტატებს 30-დან 50 მლნ ბარელამდე სანქცირებულ ნავთობს გადასცემს, რომელიც საბაზრო ფასებში გაიყიდება, ხოლო შემოსავალი ორივე ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდება.
მექსიკის ყურის სანაპიროზე მდებარე აშშ-ის მრ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→