
მსოფლიო
აშშ-სომხეთის სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 17 დეკემბერს გაიმართა სომხეთ-აშშ-ის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა. ეს არის ჯგუფი, რომელიც 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში სამშვიდობო სამიტის შედეგების მხარდასაჭერად შეიქმნა.
მხარეებს წარმოადგენდნენ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოულტერი.
მათ შეაქეს სომხეთ-აშშ-ს „აქტიურად განვითარებადი სტრატეგიული პარტნიორობა“.
კოსტანიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერევნის ინტერესი, აქტიურად იმუშაოს სომხეთ-აშშ-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმების პრაქტიკაში დასანერგად.
„ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ურთიერთგაგების მემორანდუმების განხორციელების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს და წარმოადგინა ინფორმაცია მიღწეული პროგრესის შესახებ“, - ნათქვამია საგარეო უწყების გავრცელებულ ცნობაში.
ამავე განცხადების თანახმად, ჯგუფები შეთანხმდნენ, რომ მოკლე ვადაში გააგრძელებენ დისკუსიებს „ექსპერტების დონეზე მიღწეული კონკრეტული შეთანხმებების განსახორციელებლად“.
დღე...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→