
ახალი ამბები
აშშ-ში პროტესტი მოჰყვა საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლის მიერ ქალის მკვლელობას
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ამერიკის მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომელმა მოკლა 37 წლის ქალი, შეერთებული შტატების მოქალაქე რენე ნიკოლ გუდი.
ამერიკული მედიის ცნობით, ინციდენტი 7 იანვარს მოხდა აქციის დროს, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებდნენ ამ სამსახურის ქმედებებს საიმიგრაციო კანონმდებლობის დასაცავად ტრამპის ადმინისტრაციის გამკაცრებული პოლიტიკის ფარგლებში.
რენე ნიკოლ გუდი, რომელსაც საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელმა ესროლა, ავტომობილში იმყოფებოდა. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ, რომელსაც საიმიგრაციო სამსახური ექვემდებარება, განაცხადა, რომ თანამშრომელი თავდაცვის მიზნით მოქმედებდა, რადგან ქალმა სცადა ამ უწყების წარმომადგენლებს ავტომობილით დაჯახებოდა.
შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ეს ქმედება იყო „შიდა ტერორიზმის აქტი“.
შიდა უსაფრთხოების სამინისტროს ვერსია მწვავედ გააკრიტიკა მინეაპოლისის მერმა ჯეიკობ ფრეიმ და მოითხოვა, რომ საიმიგრაციო სამსახურის ოფიცრებმა ქალაქი დატოვონ. მინესოტის შტატის გუბერნატორმა ტიმ უოლზმა განაცხადა რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციი...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→