
ახალი ამბები
აშშ-ში ჯეფრი ეპშტეინის ორ მილიონზე მეტი ფაილი გამოუქვეყნებელი რჩება
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
იუსტიციის დეპარტამენტმა ფედერალური მოსამართლისადმი გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ დოკუმენტები განხილვის სხვადასხვა ეტაპზეა.
დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის გამოქვეყნებულია 12 285 დოკუმენტი, რომელიც 125 000-ზე მეტ გვერდს მოიცავს.
გენერალური პროკურორის, პემ ბონდის მიერ ხელმოწერილ წერილში ასევე ნათქვამია, რომ 400-ზე მეტი იურისტი და FBI-ის 100-ზე მეტი აგენტი კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში იქნება დაკავებული ფაილების განხილვით.კანონის თანახმად, ეპშტეინის ყველა ფაილი 19 დეკემბრამდე უნდა გამოქვეყნებულიყო. თუმცა იუსტიციის დეპარტამენტმა ეს ვადა დაარღვია. გამოქვეყნებული დოკუმენტების უმეტესობა ფართოდ არის ცენზურაში გატარებული - იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეპშტეინის მსხვერპლი დაიცვა მასალებში ადგილების გაშავებით.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სცადა ხელი შეეშალა ეპშტეინთან დაკავშირებული ფაილების გამჟღავნებისთვის. პრეზიდენტმა საბოლოოდ დათმო კონგრესის - მათ შორის, საკუთარი პარტიის წევრების - მზარდი ზეწოლა და ხელი მოაწერაკანონს, რომელიც მასალის გამოქვეყნებას ავალდებულებდა.ტ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→