მსოფლიო
აშშ-ში ირანის რეჟიმის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებში სატვირთო შევარდა, დაშავდა 2 პირი
Tabula
•12 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
11 იანვარს აშშ-ს ქალაქ ლოს-ანჯელესში ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე ორი ადამიანი დაშავდა მას შემდეგ, რაც სატვირთო მანქანის მძღოლი დემონსტრანტებში შევარდა.
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ინციდენტის დროს სატვირთო მარშის რამდენიმე მონაწილეს შეეჯახა, რის შემდეგაც მძღოლი პოლიციამ რამდენიმე საცხოვრებელი ბლოკის დაშორებით დააკავა და ამჟამად საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ინციდენტზე მიმდინარეობს "აქტიური გამოძიება, რათა განისაზღვროს, თუ რამ გამოიწვია შეჯახება."
სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ სატვირთოზე ბანერი იყო დამაგრებული, ტექსტით "არა შაჰს. არა რეჟიმს. აშშ: არ გაიმეოროთ 1953. არა მოლას." რაც, სავარაუდოდ, ეხება 1953 წელს, აშშ-ს მხარდაჭერით, ირანის პრემიერმინისტრის, მოჰამედ მოსადეყის მმართველობის დამხობას, რის შედეგადაც ირანის შაჰი, მოჰამედ რეზა ფეჰლევი ქვეყანაში დაბრუნდა და მისი ძალაუფლება აღდგა.
🚨 JUST IN: Another video has been released of the U-Haul truck plowing into anti-Khamenei Iranian...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→