
ახალი ამბები
აშშ-ში ბრალს წაუყენებენ რუსეთის დროშით მცურავი ტანკერის ეკიპაჟის წევრებს
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
აშშ-ში სისხლის სამართლით გათვალისწინებულ ბრალს წაუყენებენ სანქციების დარღვევისთვის ატლანტის ოკეანეში 7 იანვარს დაკავებული ტანკერის, Bella 1-ის ეკიპაჟის წევრებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ განაცხადა.
დაკავების მომენტისთვის ტანკერი რუსეთის დროშით დაცურავდა შეცვლილი სახელით Marinera. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ეკიპაჟის წევრებს შორის რუსეთის მოქალაქეები არიან.
აშშ-ის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, Bella 1-ს ნავთობი გადაჰქონდა ვენესუელიდან და ირანიდან. ბონდის თანახმად, სანქციების დარღვევის გარდა ტანკერის ეკიპაჟი არ დაემორჩილა აშშ-ის სანაპირო დაცვის მოთხოვნას და გაქცევა სცადა.
შეერთებულმა შტატებმა Bella 1-ს სანქციები 2024 წელს დაუწესა, როგორც „ჩრდილოვანი ფლოტის” გემს, რომელსაც უკანონოდ გადაჰქონდა ირანული ნავთობი.
2025 წლის დეკემბრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ვენესუელისკენ მიმავალი და ამ ქვეყნიდან მომავალი სანქცირებული ტანკერების ბლოკადის ბრძანება, აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა კა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→