მსოფლიო
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: ვენესუელამ აშშ-ს რამდენიმე მოქალაქე ციხიდან გაათავისუფლა
Tabula
•14 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
14 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვენესუელის დროებითმა მთავრობამ ქვეყანაში დაპატიმრებული ამერიკის მოქალაქე რამდენიმე გაათავისუფლა. დეპარტამენტს გათავისუფლებულების რაოდენობა ან ვინაობა არ დაუკონკრეტებია.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვენესუელამ, აშშ-ს მიერ ქვეყნის დიქტატორის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, აშშ-ს მოქალაქეები გაათავისუფლა.
"ჩვენ მივესალმებით ვენესუელაში დაკავებული ამერიკელების გათავისუფლებას. ეს დროებითი ხელისუფლების მხრიდან სწორი მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია" - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ინფორმირებული წყარო New York Times-ს უყვება, რომ ამ დროისთვის, სულ მცირე, სამი ამერიკელია გათავისუფლებული.
ცნობისთვის, 3 იანვარს ვენესუელაში სპეცოპერაციის შედეგად აშშ-მ ნიკოლას მადურო და მისი ცოლი, სილია ფლორესი, დააკავა და ავიამზიდ USS Iwo Jima-ს მეშვეობით ნიუ-იორკში გადაიყვანა. მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მადუროსა და მისი მეუღლის საქმეზე სასამართლო სხდომა უკვე გაიმართა.
12 იანვარს ვენესუელას დროებითმა მთავრობა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→