ბიზნესი
აშშ-ს მიერ ტარიფების გაზრდა შეცდომა იქნება, კომუნიკაციის პრობლემაა – მელონი გრენლანდიაზე
Tabula
•18 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან ევროპის ქვეყნებისთვის ტარიფების გაზრდა "შეცდომა" იქნება და დაამატა, რომ ტრამპს ამაზე ელაპარაკა. მანვე განმარტა, რომ ევროპა და აშშ გრენლანდიასთან დაკავშირებით "კომუნიკაციის პრობლემას" წააწყდნენ.
ამის შესახებ მელონიმ ქალაქ სეულში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან ილაპარაკა.
"ვფიქრობ, რომ ტარიფების გაზრდა იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც გრენლანდიის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა გადაწყვიტეს შეცდომა იქნება. [...] რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპს ველაპარაკე და ვუთხარი, რასაც ვფიქრობ და ასევე ველაპარაკე NATO-ს გენერალურ მდივანს, რომელმაც დაადასტურა, რომ NATO ამ საკითხზე მუშაობას იწყებს". - თქვა მელონიმ.
იტალიის პრემიერის თქმით, "ამერიკული გადმოსახედიდან ატლანტიკური ოკეანის ამ მხრიდან მიმავალი გზავნილი ნათელი არ ყოფილა".
"ვფიქრობ, რისკი ის არის, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ინიციატივები ანტიამერიკულად იქნა აღქმული, რაც განზრახვა აშკარად არ ყოფილა". - თქვა მელონიმ.
იტალიის პრემიერმინისტრმა NATO-ს მხრიდან გრ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→