
ახალი ამბები
აშშ-მა საქართველოს სახანძრო და საკომუნიკაციო აღჭურვილობა გადასცა
Civil Georgia👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ჯგუფის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 234 150 აშშ დოლარის ღირებულების სახანძრო და საკომუნიკაციო აღჭურვილობა გადასცეს. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ალან პერსელის თქმით, აღჭურვილობა „ჰუმანიტარულ დახმარებას“ წარმოადგენს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 იანვრის პრესრელიზთან ერთად გამოქვეყნებულ ვიდეოში პერსელმა განაცხადა, რომ აღჭურვილობა „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საგანგებო სიტუაციებზე სწრაფად და ეფექტურად რეაგირებაში დაეხმარება“.
„ჰუმანიტარული დახმარება სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რაც ასახავს ჩვენს საერთო ვალდებულებას სიცოცხლის გადარჩენისა და საჭიროების დროს მოსახლეობის მხარდაჭერის მიმართ“, – განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
ამერიკულ დელეგაციას სამინისტროში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Civil Georgia→