
ბიზნესი
აშშ-მა გაყინა ვენესუელის ნავთობის გაყიდვით მიღებული მოგება
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც, თეთრი სახლის განმარტებით, აშშ-ის ხაზინაში ვენესუელის ნავთობით მიღებულ მოგებას იცავს იურიდიული პროცესებისგან, საიმისოდ, რომ ეს მოგება შენახული იყოს და მოხმარდეს "აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიზნებს". ბრძანება საგანგებო ნებართვის გარეშე ამ სახსრებთან მიმართებით ნებისმიერ ოპერაციას კრძალავს.თეთრი სახლი განმარტავს, რომ მოგება ვენესუელის საკუთრებად რჩება და მას აშშ-ის ხელისუფლება განაგებს - ხოლო მისი დაცვა აუცილებელია საიმისოდ, რომ არ მოხდეს ამ სახსრების გატანა საჩივრებით, მაგალითად კრედიტორების, ან კერძო პირების მიერ.ვაშინგტონი აცხადებს, რომ ბრძანებას ხელი მოეწერა "ამერიკელი და ვენესუელელი ხალხების სასიკეთოდ" და მისი მიზანია აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებისა და საგარეო პოლიტიკის დაცვა, ასევე ვენესუელაში სტაბილურობის მიღწევის ძალისხმევის მხარდაჭერა.ბრძანებას ხელი მოეწერა აშშ-ის მხრიდან ვენესუელის ნავთობის რესურსების კონტროლის გაძლიერებისთვის გატარებული ძალისხმევისა და ქვეყნის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავების და მისი კარაკასიდან...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→