
ახალი ამბები
აშშ-მა დააკავა ტანკერი Olina, რომელსაც სანქციები ეხება - როგორც რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილს
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
აშშ-ის სანაპირო დაცვამ 9 იანვარს ჩაატარა ოპერაცია კიდევ ერთი - მიმდინარე კვირაში უკვე მეხუთე - ტანკერის დასაკავებლად, რომელსაც ვენესუელიდან ნავთობი გადაჰქონდა. ამ ცნობას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს სააგენტო Reuters-ი, სხვა საერთაშორისო მედიასაშუალებებთან ერთად.
როგორც იუწყებიან, ტანკერი Olina იმყოფება კარიბის ზღვაში, ტრინიდადის ნაპირთან ახლოს. გამოცემა WSJ-ის თანახმად, სანაპირო დაცვის თანამშრომლები გადასხდნენ აღმოსავლეთი ტიმორის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის ბორტზე.
ტანკერი უწინ ატარებდა სახელს Minerva M და ის შეყვანილი იყო აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის სანქციების ნუსხებში - რუსეთის ნავთობის გადატანისთვის, რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში. Reuters-ის წყარო ამბობს, რომ ტანკერი ახლახან გავიდა ვენესუელის პორტიდან, სავარაუდოდ ნავთობის ტვირთით. ჯერჯერობით უცნობია ტანკერი საით მიემართებოდა.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დეკემბერში "სრული ბლოკადა" გამოუცხადა სანქციების ქვეშ მოხვედრილ, ვენესუელის პორტებისკენ, ან ამ პორტებიდან მომავალ ყველა ტანკე...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→