
მსოფლიო
აშშ-მა 100 ათასზე მეტი ვიზა გააუქმა
ბიზნესპრესნიუსი
•13 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 100 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა. ამის შესახებ სოციალურ მედია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერია.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა. მათ შორის არის, დაახლოებით, 8 000 სტუდენტური და 2 500 სპეციალიზებული ვიზა. ისინი იმ პირებისთვის იყო გაცემული, რომლებსაც ადრე კრიმინალურ საქმიანობასთან დაკავშირებით აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან ჰქონდათ კონტაქტი,“ წერია განცხადებაში.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ასეთი პირების დეპორტაცია გაგრძელდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→