
ბიზნესი
აშშ-ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტო დაინტერესდა იმ პროექტებით, რომლებიც მიმართულია შუა დერეფნის შემდგომ განვითარებაზე - ეკონომიკის სამინისტრო
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე აშშ - ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს (USTDA) რეგიონულ დირექტორს შუა აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და ევრაზიაში კარლ კრესს შეხვდნენ და მასთან სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს.შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფანზე, მისი განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობის მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, აგრეთვე ამ პროცესში ამერიკული სააგენტოს მიერ ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენის შესაძლებლობებზე.შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ შუა დერეფნის განვითარება და საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სატრანზიტო სქემებში ინტეგრირება მთავრობის პრიორიტეტია. ამ მხრივ, ხაზი გაესვა ისეთი რეგიონული ინიციატივების განვითარების მნიშვნელობას, როგორიცაა CAREC (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა), TRACECA (ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფანი), ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელი და სხვ.ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა რეგიონუ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→