
მსოფლიო
აშშ-ის უფლებადამცველი ჯგუფის ცნობით, ირანში არეულობის დროს 2 400-ზე მეტი დემონსტრანტი დაიღუპა - ლაივბლოგი
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ტრამპი „სერიოზული ზომებით“ იმუქრება, თუ ირანი პატიმრების სიკვდილით დასჯას დაიწყებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „ძალიან სერიოზულ ზომებს მიიღებს“, თუ ირანი მომიტინგეების სიკვდილით დასჯას დაიწყებს.ეს განცხადება ტრამპმა 13 იანვარს, დეტროიტში ვიზიტის ფარგლებში, ტელეკომპანია CBS-სთან მოკლე ინტერვიუში გააკეთა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.CBS-ის რეპორტიორის კითხვაზე, თუ როგორი იქნება აშშ-ის პასუხი ცნობებზე იმის შესახებ, რომ ირანში ზოგიერთი დაკავებული შესაძლოა ოთხშაბათს დილით, ადრე ჩამოახრჩონ, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას მომიტინგეების ჩამოხრჩობის შესახებ ჯერ არაფერი სმენია, თუმცა დასძინა: „თუ ისინი ასეთ რამეს ჩაიდენენ, ჩვენ ძალიან მკაცრ ზომებს მივიღებთ“.კითხვაზე, თუ რა არის მისი „საბოლოო მიზანი“ ირანთან მიმართებით, პრეზიდენტმა უპასუხა: „საბოლოო მიზანი გამარჯვებაა. მე მიყვარს გამარჯვება“. მან მაგალითად მოიყვანა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადისა და ნიკოლას მადუროს ბედი, ასევე დარტყმები ირანის ბირთვულ ობიექტებზე.„ჩვენ არ გვსურს იმის ხილვა, რაც ახლა ირანში...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→