
ახალი ამბები
აშშ-ის სენატმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ბლოკავს ვენესუელაში შემდგომ სამხედრო ქმედებებს კონგრესის გვერდის ავლით
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
Reuters-ის ცნობით, კენჭისყრა ვენესუელაში ამერიკული სამხედრო ოპერაციიდან და ნიკოლას მადუროს დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაიმართა. 8 იანვარს 52 სენატორმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, ხოლო 47 წინააღმდეგი იყო. ყველა დემოკრატთან ერთად, ამჯერად რეზოლუციის წარდგენას მხარი დაუჭირა ტრამპის რამდენიმე რესპუბლიკელმა მოკავშირემ.
დონალდ ტრამპი გამოეხმაურა კენჭისყრის შედეგებს და თქვა, რომ რესპუბლიკელი სენატორები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს "ომის უფლების აქტს", აღარასოდეს უნდა იქნენ არჩეული.
“სიუზენ კოლინსი, ლისა მურკოვსკი, რენდ პოლი, ჯოშ ჰოული და ტოდ იანგი, არასოდეს იქნებიან კვლავ არჩეული…" - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი თანაპარტიელი სენატორების შესახებ.გასულ წელს სენატში მსგავსი რეზოლუციების წარდგენის წინა ორი მცდელობა ტრამპის მოკავშირეებმა დაბლოკეს - ვენესუელაზე გაზრდილი სამხედრო ზეწოლის ფონზე სექტემბრიდან, როდესაც აშშ-ის ძალებმა სამხრეთ კარიბის ზღვის აუზში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილ გემებზე თავდასხმა დაიწყეს.5 იანვარს, ვენესუელის ყოფილი ლიდერი, თანამდებობიდან გადაყენებული მადურო და მ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→