
ახალი ამბები
აშშ აცხადებს, რომ ნიგერიაში დაარტყა „ისლამური სახელმწიფოს“ ბანაკებს
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
AFRICOM-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტისა და პენტაგონის ხელმძღვანელის ბრძანებით და ნიგერიის ხელისუფლებასთან კოორდინაციით „ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს“ 25 დეკემბერს დაარტყეს ნიგერიის სოკოტოს შტატში. სარდლობის წინასწარი შეფასებით, „ისლამური სახელმწიფოს“ ბანაკებში „მოკლულია მრავალი ტერორისტი“.
AFRICOM-ის მეთაურის, გენერალ ანდერსონის განცხადებით, აშშ-ის არმიის აფრიკული სარდლობა ნიგერიელ და რეგიონულ პარტნიორებთან ერთად მოქმედებს ტერორიზმისა და უდანაშაულო ადამიანებზე ძალადობის წინააღმდეგ.
AFRICOM-ის ინფორმაციით, ნიგერიაში ჩატარებული ოპერაციის შედეგების შეფასება გრძელდება, ოპერაციის დეტალები კი არ გასაჯაროვდება ოპერატიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე.
ნიგერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უსაფრთხოების სფეროში აშშ-თან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ოპერაციის შედეგი იყო მაღალი სიზუსტის საჰაერო დარტყმები ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე.
ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში „ძლიერი და სასიკვდილო“ დარტყმის შესახებ თავის სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→