
ახალი ამბები
ასადის პორტრეტის გარეშე - სირიაში მიმოქცევაში შევიდა ახალი ბანკნოტები
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
2026 წლის იანვრიდან სირიაში მიმოქცევაში შევიდა ეროვნული ვალუტის, სირიული გირვანქის(სირიული ლირის) ახალი ბანკნოტები. მათზე აღარ არის ქვეყნის ყოფილი მმართველის, ბაშარ ასადის პორტრეტი.
ბაშარ ასადი სირიის პრეზიდენტი იყო 2000 წლიდან. მისი რეჟიმი 2024 წლის დეკემბერში დაემხო.
ახალ ბანკნოტებზე აღარ არის არც ბაშარ ასადის მამის, ჰაფეზ ასადის პორტრეტი. ის სირიას 1971-2000 წლებში მართავდა.
სირიის ცენტრალურმა ბანკმა პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას მონაწილეობით 2025 წლის დეკემბრის ბოლოს გამართა ახალი ბანკნოტების პრეზენტაცია. მისი ამსახველი ფოტოები სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანამ“ გაავრცელა.
სხვადასხვა ნომინალის ახალ ბანკნოტებზე გამოსახულია ვარდები, ხორბალი, ზეთისხილი და სხვა სიმბოლოები, რომლებიც ხაზს უსვამენ ქვეყნის ეკონომიკურ და გეოგრაფიულ მახასიათებლებს.
სიახლეა ისიც, რომ ახალ ბანკნოტებზე ორი ნულით ნაკლებია.
სირიის ამჟამინდელი ხელისუფლება დენომინაციის დახმარებით ცდილობს აღადგილოს ნდობა ეროვნული ვალუტისადმი, რომლის კურსი სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, 2011 წლიდან მნიშვნელოვნად დაეცა და თუ მანამ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→