
ბიზნესი
არსებობს ეჭვები, რომ „საქართველოს ფოსტა“ Temu-ს დემპინგური ფასებით ემსახურება - ელექტრონული კომერციის ასოციაცია
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ელექტრონული კომერციის ასოციაციამ სექტორში არსებული გამოწვევებისა და რთული მდგომარეობის გამო რეაგირებისთვის კონკურენციის სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს მიმართა. ასევე, იგეგმება მიმართვა ეკონომიკის სამინისტროსთვის.რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი თამარ გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ მთავარი მოთხოვნა ამ ეტაპზე საკოორდინაციო შეხვედრის ჩანიშვნაა, რომელზეც ერთმანეთს სხვადასხვა უწყება და ბიზნეს სექტორი შეხვდება, რადგან მისი განმარტებით, საკითხი მხოლოდ ერთი უწყების რეაგირებას ექვემდებარება.„მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა უწყება საკითხის განხილვაში ერთდროულად ჩაერთოს. ეს ეხება ელექტრონული კომერციის, ზოგადად, საცალო ვაჭრობისა და ლოგისტიკის ბაზარს. ბოლო 2 წლის განმავლობაში ვსაუბრობთ, რომ ელექტრონული კომერცია, ფაქტობრივად, ვეღარ ვითარდებოდა. 2025 წელი საკმაოდ მძიმე წელი აღმოჩნდა ინდუსტრიისთვის. ჩვენი მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული კომერცია საქართველოში გაზრდილია, ზრდა მხოლოდ საერთაშორისო ონლაინ კომერციის გაძლიერებას ეფუძნება. ჩვენს ონ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→