
ბიზნესი
არის განცდა, რომ სახელმწიფო მოხელის ინიციატივა, რაღაც გადაუწყვიტოს ბიზნესს, არის დასჯადი - ამ შიშის გაქარწყლება უნდა მოხდეს - გიორგი ქობულია
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
სახელმწიფო მოხელეს ეშინია, რომ მან თუ მოგცათ თქვენ ნებართვა, უცებ, ვინმეს კითხვა არ გაუჩნდეს კორუფციულ გარიგებაზე - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის” გადაცემაში "მონეტიზაცია" განაცხადა. მან გადაცემაში მთავრობის ანტიკორუფციული ნაბიჯები დადებითად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ ამით კერძო სექტორისთვის ლიცენზიების გაცემაზე პასუხისმგებელ სტრუქტურებში სიფრთხილე გაიზარდა, რის გამოც არაერთი მსხვილი პროექტის დაწყება ჭიანურდება.გიორგი ქობულიამ ხაზი გაუსვა იმ პროექტების დროული მხარდაჭერის აუცილებლობას, რომლებიც სახელმწიფო ჩარევას საჭიროებს.„რა შეიძლება გააკეთოს ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ მეტად შეუწყოს ხელი ეკონომიკურ განვითარებას წელს და შემდეგი წლების განმავლობაში - პირველი ეს არის ზოგადად ჩვენი ბიზნესის კლიმატის კიდევ უფრო გაუმჯობესება. მეორე არის სტრატეგიულ ეკონომიკის სექტორებში მსხვილი პროექტების შესრულების სტიმულირება, ისეთი პროექტების, რომლებიც კერძო სექტორის მიერ შესრულებული ვერ იქნება, იმიტომ, რომ ძალიან მსხვილია და სახელმწიფო მონაწილეობა არი...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→