
ბიზნესი
არ დავუშვებთ, რომ დაგვაშანტაჟონ - გერმანიის და საფრანგეთის ფინანსთა მინისტრები აშშ-ის მხრიდან ტარიფების გაზრდის გეგმაზე
Commersant👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
გერმანიისა და საფრანგეთის ფინანსთა მინისტრების, ლარს კლინგბეილისა და როლანდ ლესკურის განცხადებით, ევროპული სახელმწიფოები არ დაშანტაჟდებიან და გრენლანდიასთან დაკავშირებით ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარაზე ერთიანი პასუხი იქნება.„გერმანია და საფრანგეთი თანხმდებიან: არ დავუშვებთ, რომ დაგვაშანტაჟონ“, - განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, რომელმაც დღეს ფრანგ კოლეგას უმასპინძლა.მისი თქმით, დაინტერესებული არ არის ვითარების ესკალაციით, რადგან ეს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს ეკონომიკის ხარჯზე მოხდება.შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოკავშირეებს შორის შანტაჟი მიუღებელია.„მოკავშირეებს შორის, რომლებსაც 250-წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, შანტაჟი, მეგობრებს შორის შანტაჟი, ცხადია, მიუღებელია“, - აღნიშნა ლესკურმა.მისი თქმით, იმედოვნებს, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები დაუბრუნდება „მეგობრულ და მოლაპარაკებებზე დაფუძნებულ ურთიერთობას და არა მუქარასა და შანტაჟზე დაფუძნებულ ურთიერთობას“.ამასთან, საფრანგეთისა და გერმანიის ფინანსთ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→