
ტექნოლოგია
Apple, Samsung, Xiaomi - როგორი იყო 2025 წელი სმარტფონების ინდუსტრიისთვის(bm.ge)
Commersant👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
2025 წელს, 2024-თან შედარებით, სმარტფონების გლობალური მიწოდება 2%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ჩამოუვარდება 2023-2024 წლებში დაფიქსირებულ 4%-იან ზრდას, თუმცა დინამიკა მაინც დადებითია - ამის შესახებ კვლევითი ორგანიზაცია Counterpoint-ის 12 იანვარს გამოქვეყნებულ წინასწარ შეფასების ანგარიშში ვკითხულობთ.კვლევის თანახმად, მწარმოებლებს შორის ყველაზე დიდი ზრდა Apple-ს ჰქონდა, რომლის ბაზრის წილიც 2024 წლის 18%-დან 2025 წელს 20%-მდე გაიზარდა. მიწოდების 10%-იანი წლიური ზრდით კომპანია საუკეთესო ხუთეულში ლიდერობს.უფროსი ანალიტიკოსის, ვარუნ მიშრას განმარტებით, ეს ზრდა განვითარებად და საშუალო ზომის ბაზრებზე მოთხოვნის მატებამ, ასევე კომპანიის გაფართოებამ განაპირობა. ცნობილია, რომ მეოთხე კვარტალში iPhone 17-ის სერიამ მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო iPhone 16-ის მოდელებმა იაპონიაში, ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გაყიდვების მაღალი ტემპი შეინარჩუნა.პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა ე.წ. "კოვიდის ეპოქის განახლების ციკლმაც", როდესაც მილიონობით მომხმარებელს ძველი სმარტფონების შეცვლა სწორედ წელს მოუწი...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→