
ტექნოლოგია
Apple-მა 2025 წელს სმარტფონების გაყიდვებით Samsung-ს გადაუსწრო
ბიზნესპრესნიუსი
•14 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️2
📰 სტატიის მონაკვეთი
Apple-მა 2025 წელს სხვა მწარმოებელთან შედარებით ყველაზე მეტი სმარტფონი გაყიდა. კომპანიამ Samsung-ს გადაუსწრო და გლობალურ ბაზარზე ლიდერობა დაიმკვიდრა. ამის შესახებ Counterpoint Research-ის მონაცემებში წერია, რასაც LIGA.net ავრცელებს.
კერძოდ, iPhone-ის გაყიდვები, 2024 წელთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა და მსოფლიო ბაზარზე კომპანიის წლიურმა წილმა 20%-ს მიაღწია.
2025 წლის მეოთხე კვარტალში Apple-ს ბაზრის 25% ეკავა, მაშინ, როცა Samsung-ის წილი მხოლოდ 17%-ს შეადგენდა. Xiaomi-მ 13%-იანი წილით მესამე ადგილი დაიკავა. შემდეგი სათითაოდ 8%-იანი წილით Oppo და Vivo-ა. ყველაზე დიდი ზრდა Nothing-მა და Google-მა აჩვენეს, რომლეთა გაყიდვები, შესაბამისად, 31%-ითა და 25%-ით გაიზარდა.
Samsung-ის ზრდა მისი ბიუჯეტური Galaxy A-სერიის მოდელებით იყო განპირობებული. Fold7-მა და S25-მა, წინა მოდელებთან შედარებით, უკეთესი შედეგი აჩვენეს.
iPhone 17-ზე მოთხოვნა შემოდგომის გამოშვების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა, ხოლო iPhone 16 იაპონიაში, ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დარჩა პოპულარული.
2025 წელს გლობალური სმარტფო...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→