
ბიზნესი
აფხაზეთიდან რუსეთში 31 ათას ტონაზე მეტი მანდარინი შევიდა
ბიზნესპრესნიუსი
•19 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ციტრუსის სეზონის დაწყებიდან აფხაზეთიდან რუსეთში 31 304 ტონა მანდარინი შევიდა. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის პრესსამსახურის მონაცემებში წერია.
აფხაზეთში ციტრუსის სეზონი, როგორც წესი, ოქტომბერში იწყება და, თითქმის, თებერვლამდე გრძელდება, ხოლო სეზონის პიკი დეკემბერია. ციტრუსი აფხაზეთის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქციაა.
დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, სეზონის ბოლომდე 33 000 ტონა აფხაზური მანდარინის ექსპორტი იგეგმება, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სულ 36 912 ტონა მანდარინი იქნა ექსპორტირებული.
ლიმონისა და ფორთოხლის ექსპორტის მაჩვენებლები უფრო მაღალია. კერძოდ, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში რუსეთში 407 ტონა ლიმონი შევიდა, ამჟამად ეს მაჩვენებელი 923 ტონას შეადგენს, ხოლო ფორთოხლის საექსპორტო მოცულობა შეარშანდელზე 51 ტონით მეტია და 302 ტონას შეადგენს.
რაც შეეხება ფეიხოასა და ხურმას, 2024 წელთან შედარებით, ისინიც მეტი რაოდენობით იქნა ექსპორტირებული. კერძოდ, ფეიხოას ექსპორტი 2024 წლის 1.098 ტონიდან 1.266 ტონამდე, ხოლო ხურ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→