
პოლიტიკა
ალექსანდრ სტუბი - მოკავშირეებს შორის საკითხების გადაწყვეტის საუკეთესო გზა დისკუსიაა და არა ზეწოლა - ტარიფები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს შეარყევს
👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
მოკავშირეებს შორის საკითხების გადაწყვეტის საუკეთესო გზა დისკუსიაა და არა ზეწოლა - ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიალოგი გრძელდება. ტარიფები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს შეარყევს და სახიფათო დაღმავალი სპირალის რისკს შექმნის, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ევროპის ქვეყნები მხარს უჭერენ დანიას და გრენლანდიას.
„მოკავშირეებთან ერთად არქტიკული უსაფრთხოების გაძლიერება ფინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის დანიის ხელმძღვანელობით და მოკავშირეთა მიერ გრენლანდიაში კოორდინირებული მოქმედების მიზანიც. ევროპის ქვეყნები ერთიანები არიან. ხაზს ვუსვამთ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს. მხარს ვუჭერთ დანიას და გრენლანდიას. ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიალოგი გრძელდება. ტარიფები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს შეარყევს და სახიფათო დაღმავალი სპირალის რისკს შექმნის“, - აცხადებს სტუბი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: InterPressNews→