ახალი ამბები
ახმეტაში მანქანის ქურდობის ბრალდებით შსს-მ 1 პირი დააკავა
Tabula
•15 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.ი. ავტომობილის ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 იანვარს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ყაზბეგის ქუჩაზე, ფარულად დაეუფლა 1957 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს კუთვნილ ავტომობილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავე პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და გ.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია მოპარული ავტომობილი" - წერია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობითვე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→