
ტექნოლოგია
ახალი სოციალური ქსელი წარადგინეს
Commersant👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
witter-ის თანადამფუძნებელმა ბიზ სტოუნმა და Pinterest-ის თანადამფუძნებელმა ევან შარპმა წარადგინეს აპლიკაცია Tangle - ახალი სოციალური სერვისი, რომელიც გაცნობიერებულ ცხოვრებაზეა ორიენტირებული. პროექტის შესახებ Financial Times-ი წერს. პუბლიკაციაში Tangle-ი მოხსენიებულია, როგორც თანამედროვე სოციალური ქსელების „ანტიდოტი“.სოციალური პლატფორმა ეკუთვნის კომპანია West Co.-ს, რომელიც სტოუნმა და შარპმა 2023 წელს დააფუძნეს. FT-ს მონაცემებით, სტარტაპმა პროდუქტის განვითარებისთვის 29 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.West Co.-ს ვებგვერდზე Tangle-ი აღწერილია, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება ცხოვრების მიზანმიმართულად დაგეგმვაში, ყოველდღიური მოვლენების დაფიქსირებასა და იმ კავშირების თვალყურის დევნაში, რომლებიც პირად გამოცდილებას აყალიბებს. აპლიკაციაზე წვდომა ამჟამად მხოლოდ მოწვევით არის შესაძლებელი. მომხმარებლებს სთავაზობენ გაუზიარონ მეგობრებს პირადი მიზნები და განზრახვები, დაუჭირონ მხარი ერთმანეთს და განიხილონ დასახული ამოცანების მიღწევის გზები. დეველოპერები ხაზს უსვამენ, რომ სერვისი...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→