
ახალი ამბები
ახალი „პარაზიტები“ საქართველოში
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ეს კორეული ფილმის „გილიოტინის“ რიმეიკია, თავისუფალი ინტერპრეტაცია ფრანგი რეჟისორის „შავი კომედიისა“, რომელიც 2004 წელს გამოვიდა ეკრანებზე.
პარკ ჩან-ვუკმა ფილმის შექმნას 20 წელიწადი მოანდომა. როგორც ამბობენ, პროექტს პრობლემა შეუქმნა თავად კოსტა-გავრასმა, რომელიც ამერიკელი მწერლის, დონალდ უესტლეიკის წიგნის ეკრანიზაციის უფლებას ფლობდა. გაუგებარია, რატომ უწევდა წინააღმდეგობას კოსტა-გავრასი. ფაქტია, კორეული ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ კინოს მოყვარულები დაინტერესდნენ 20 წლის წინ გადაღებული ფრანგული ფილმით, რომლის პრემიერამ იმხანად სრულიად შეუმჩნევლად ჩაიარა.
„არჩევანის გარეშეს“ მთავარი გმირი, ქაღალდის ინდუსტრიის ინჟინერი და ოჯახის კაცი, სახელად იუ მან-სუ, ერთ დღეს უმუშევარი რჩება. სტაბილურობა, მუდმივი შემოსავალი მისი ცხოვრების წესს განსაზღვრავდა... ახლა ყველაფერი დაენგრა. სასოწარკვეთილი კაცი შურისძიებას გადაწყვეტს - შეადგენს კონკურენტების სიას და მათ ერთიმეორის მიყოლებით გაუსწორდება. იუ მან-სუს მიზანია, როგორმე დაიბრუნოს თავი იმ სისტემაში, რომელმაც ჯერ მშვიდ ცხოვრებას მიაჩვია, შემდეგ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→