პოლიტიკა
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს
Tabula
•21 დეკემბერი, 2025•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
პირველადი მონაცემების თანახმად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს - ინფორმაციას IPN ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ირაკლი ყანდაშვილმა 1473 ხმა მიიღო, ჩომახაშვილმა - 1366, კენჭისყრა ჯამში 2855 ხმით დასრულდა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გახდა საჭირო, რადგან პირველში ვერცერთმა კანდიდატმა უმრავლესობის (50%+1) მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
პირველ ტურში კენჭისყრაში 2700-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურში გადასულმა ირაკლი ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა - 1109 ხმა.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→