
საზოგადოება
9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელიც ბავშვზე TikTok-ის საშუალებით სექსუალურად ძალადობდა - „საფარი“
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ორგანიზაციის მიერ დღეს, 15 იანვარს გავრცელებული ცნობით, ბრალდებული დამნაშავედ ცნეს წარდგენილ ბრალდებაში, რაც 14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებას გულისხმობდა.
მას სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
„ტიკტოკის პლატფორმაზე პირი არაიდენტიფიცირებადი იყო, თუმცა შევძელით მისი მონაცემების მოპოვება და დავადგინეთ პირის ვინაობა“, - წერს ორგანიზაცია.
„შემდეგ ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დადგინდა, რომ პირი არის სრულწლოვანი და 21 მაისს მას პატიმრობა შეეფარდა“, - იუწყება „საფარი“.
„საქმე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ეს „საფარის“ პრაქტიკაში TikTok-ის პლატფორმაზე კიბერგრუმინგის პირველი შემთხვევაა, როდესაც პედოფილი იდენტიფიცირდა, რის შედეგადაც ის დააკავეს“, - წერს ორგანიზაცია.
2025 წლის მაისში ორგანიზაცია იუწყებოდა, რომ აღნიშნული პირი გაეცნო არასრულწლოვანს, - 14 წელს მიუღწეველ მცირეწლოვანს, - როგორც მისი თანატოლი; „შევიდა მასთან ნდობაში და აგზავნინებდა ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეომასალას. უგზავნიდა თვითონაც და აიძულებდა სხვადასხვა ქმედების განხორც...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→