
საზოგადოება
5-მეტრიანი მანდარინის ნაძვის ხე და 54-მეტრიანი ტორტი - აფხაზებმა მანდარინის ფესტივალი აღნიშნეს
ბიზნესპრესნიუსი
•12 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
სოხუმში „მანდარინის“ ფესტივალის ფარგლებში აფხაზმა კონდიტრებმა 54 მეტრ სიგრძის ტორტი გამოაცხვეს. ინფორმაციას TASS ავრცელებს.
ტორტი სოხუმის სანაპიროზე, მოედანზე, შადრევნის გარშემო გამოფინეს. ფესტივალის დირექტორის, სვეტლანა გაბუნიას ცნობით, „გიგანტური ტორტი ოცდათორმეტმა აფხაზმა კონდიტერმა გამოაცხო.“
„თითოეული მათგანი ამ პროცესს შემოქმედებითად მიუდგა და მანდარინის უჩვეულო შიგთავსი შექმნა,“- ამბობს გაბუნია.
მანდარინის ტორტი პირადად დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბამ გაჭრა. მოედანზე, სადაც ტორტი იქნა გამოფენილი, ასევე, საჰაერო ბურთი გაუშვეს, რომელშიც დიჯეი, Shiri Tali უკრავდა.
„მანდარინის“ ფესტივალი 6-დან 10 იანვრამდე სოხუმსა და ტყვარჩელში გაიმართა. ეს მეორე ფესტივალია, რომელიც ე.წ. სოციალურ-კულტურული პროექტების ცენტრ „აცლას“ („ხის“) მიერ ჩატარდა. წელს მას რუსეთის საპრეზიდენტო ინიციატივების ფონდმა დაუჭირა მხარი.
ფესტივალის დაწყებამდე, 30 დეკემბერს აფხაზეთის დრამატული თეატრის წინ, მოედანზე აფხაზებმა, გასული წლის მსგავსად, მანდარინის ნაძვის ხეც დადგეს. წელს მისი სიმაღლე 5 მეტრზე ოდნავ მეტია,...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→