
ახალი ამბები
3 თვით გადაიდო მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის დასრულების ვადა
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ინფორმაცია და თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიასა და კონტრაქტორ „ბადა ქონსტრაქშენს“ შორის გაფორმებული შეთანხმება შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე 2025 წლის 30 დეკემბერს აიტვირთა.
ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ არ დასრულებულა ზედა ვესტიბიულის 2025 წლის 5 სექტემბერს დაწყებული კვლევა-პროექტირების სამუშაოები, რაც აჭიანურებს რეაბილიტაციის დამთავრების პროცესს.
კომპანია „ბადა ქონსტრაქშენი“ ვადის 30 მაისამდე გახანგრძლივებას მოითხოვდა, თუმცა სატრანსპორტო კომპანია 5 თვის ნაცვლად მხოლოდ 3 თვით გადავადებას დათანხმდა.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია 2022 წლის 21 დეკემბერს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაცია 15 მილიონ ლარზე მეტი ჯდება. სამუშაოებს ატარებს შპს „ბადა ქონსთრაქშენი“, რომელსაც თავდაპირველად 18-თვიანი ვადა მისცეს - ანუ 2024 წლის 21 ივნისამდე.
რეაბილიტაციისთვის მიცემული 18-თვიანი ვადის ამოწურვიდან კიდევ 18 თვე გავიდა, ჯამში 36 თვე, თუმცა სამუშაოების ჯერ ისევ ვერ სრულდება.
2025 წლის 12 ივლისს მეტროსადგური 45 დღით დაიკეტა. ამ დროის განმავლობაში იწმინდებოდა და სპეციალური...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→