
ახალი ამბები
287 პირის ხელფასი ნოემბერში 100 ათას ლარს აჭარბებდა - რამდენი იღებდა ას ლარზე ნაკლებს
ბიზნესპრესნიუსი
•7 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
2025 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, 5.6%-ით გაიზარდა იმ პირების რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც 100 ლარის ფარგლებში იყო. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ნოემბერში 100-ლარამდე ხელფასი 10 374 ადამიანს ჰქონდა, ოქტომბერში კი მათი რიცხვი 9 817-ს შეადგენდა.
ამასთანავე, მონაცემები აჩვენებს, რომ ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით 10.3%-ით შემცირდა 100 ათას ლარზე მეტი მოცულობის ხელფასის მიმღებთა რიცხვი. უფრო დეტალურად, ოქტომბერში 100 ათას ლარზე მეტი ხელფასი 320-ს ჰქონდა, ნოემბერში კი 287 პირის ხელფასი აღემატებოდა 100 ათას ლარს.
„ბიზნესპრესნიუსის“ დათვლით, ნოემბერში 100-დან 1000-ლარამდე ხელფასს 212 293 პირი იღებდა, ოქტომბერში კი ამ კატეგორიის ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 212 204-ს შეადგენდა. ამ შემთხვევაში დაახლოებით 0.04%-იანი ზრდა ფიქსირდება.
გარდა ამისა, 1.3%-ით არის შემცირებული იმ პირების რაოდენობა, რომელთა ხელფასიც თვეში 1000-ლარიდან 9600-ლარამდე იყო. მაგალითად, ნოემბერში აღნიშნული მოცულობის ხელფასი 727 393 დასაქმებულს ჰქონდა, ოქტომბერში კი 736 735 პირს.
9.7%-იან...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→