
პოლიტიკა
21-31 დეკემბერს შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასაახალწლო დღეებში 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აქციის დროს მსვლელობის გამართვას ზღუდავს. განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა წერია აქციის გასამართი ადგილისა და ფორმის შესახებ მითითებები.შეკრების ფორმა: შეკრება (მსვლელობის გარეშე);შეკრების ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №8, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია;შეკრების დაწყების თარიღი/დრო: 2025 წლის 21-31 დეკემბერი, 19:00 საათი;შეკრების დასრულების თარიღი/დრო: 2025 წლის 21-31 დეკემბერი, 24:00 საათი.
შსს აღნიშნავს, რომ ამ აქციის გამართვაზე პასუხისმგებელ პირად კახა წიქარიშვილი ჰყავთ განსაზღვრული.“შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე №8-ში მდებარე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება”, - წერია განცხადებაში.
10 დეკემბერს, სადავო პარლამენტმა დაჩქარებული სახით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია“, - წერია ახალ კანონში.
თუკი პოლიცია ჩათვლის, რომ დემონსტრაცია დაარღვევს ამ წესს, „კანონის დარღვევის შესაწყვეტად“ 15 წუთს მისცემს. ამის შემდეგ მას პასუხისგებაში მისცემენ.
11 დეკემბერს, ამ ახალი კანონის მიღების მეორე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა ადვოკატმა კახა წიქარიშვილმა და აცნობა, რომ პარლამენტთან, „ხალხის სავალ ნაწილზე“ აქცია გაიმართება, „რასაც შედეგად მოჰყვება ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივი გადაკეტვა“.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→