
ბიზნესი
2050 წლამდე ტაილანდი ნახევარგამტარების ინდუსტრიაში $79 მილიარდს ჩადებს (bm.ge)
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
Reuters-ის ინფორმაციით, ტაილანდის ხელისუფლება 2050 წლამდე ნახევარგამტარების ინდუსტრიაში $79 მილიარდს ჩადებს.მთავრობასთან არსებული საინვესტიციო ბორდის გადაწყვეტილებით, თანხების დიდი ნაწილი ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ფორმით განვითარდება ინდუსტრია - ჩადებს თანხას ხელისუფლება დამოუკიდებლად და განავითარებს სუვერენულ ინფრასტრუქტურას, თუ მოიზიდავს საერთაშორისო ტექ-გიგანტებს, როგორიცაა TSMC, Nvidia და Broadcom-ი და მათთან ერთად, თანაინვესტირების ფორმით შეეცდება სექტორის გაძლიერებას.შეგახსენებთ, ტაილანდი ელექტრომოწყობილობების წარმოების კუთხით აზიის რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა, რომლის ყოველწლიური ექსპორტის 25%-იც სწორედ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაზე მოდის. ქვეყნის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რამდენად მზარდია მოთხოვნა ნახევარგამტარების მიმართ, როგორც მოწყობილობების, რომლების გამოყენებითაც ხერხდება AI მოდელების განვითარებისთვის საჭირო ჩიპების შექმნა.bm.ge...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→