
ახალი ამბები
2025 წლის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებები - Google-ის ანგარიში
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
Google-მა ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოში გასულ წელს ყველაზე პოპულარული მიმართულებები გამოავლინა. როგორც კომპანიის საძიებო მონაცემებიდან ხდება ცნობილი, 2025 წელს მოგზაურები უპირატესობას კულტურულად და, ამავდროულად, სხვადასხვა აქტივობითა და ღონისძიებით დატვირთულ მიმართულებებს ანიჭებდნენ, ყველაზე ხშირად მოძიებული ქალაქი კი ბილბაო იყო.საინტერესოა, რომ გასულ წელს ათი ყველაზე ხშირად მოძიებული მიმართულებიდან ექვსი ესპანეთში მდებარეობს. Google-ის ყოველწლიური ანგარიშის ათეულში ბილბაოს გარდა მოხვდა სანტანდერი (მე-4 ადგილი), იბიცა (მე-5 ადგილი) და მალაგა (მე-7 ადგილი). მეორე ყველაზე პოპულარული საძიებო მიმართულება კი ბარბადოსი იყო, რომლის პოპულარობაც განსაკუთრებით ფრენების მატებისა და ახალი სასტუმროების გახსნის მოლოდინით გაიზარდა. ხუთეულში ასევე ვხვდებით დუბაის, რომელიც წლებია, დამსვენებლებისთვის პოპულარულ მიმართულებათ მიიჩნევა.ამასთან ერთად, Google-მა იმ მიმართულებების ათეულიც გამოაქვეყნა, რომელთაც დისტანციურად მომუშავე პირები ყველაზე ხშირად ეძებენ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსგავსი მიმართულებების...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→