
ახალი ამბები
2025 წლის ყველაზე გამყარებული და გაუფასურებული ვალუტები - რეიტინგი(bm.ge)
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
2025 წელს მსოფლიოს 154 ვალუტიდან აშშ დოლართან მიმართებით ვალუტების ნახევარზე მეტი - 87 ვალუტა გამყარდა, 27 ქვეყნის ვალუტა უცვლელი დარჩა, რადგანაც ისინი დოლარზე არის მიბმული, ხოლო 40 ქვეყნის ვალუტა კი გაუფასურდა.ამასთან, დოლართან მიმართებით გამყარდა ევრო (რომელიც 20 ქვეყნის ვალუტაა), ევრო 2025 წლის განმავლობაში აშშ დოლართან მიმართებით 13.4%-ით გაიზარდა.მნიშვნელოვანია გარემოება, რომ წელს დოლართან მიმართებით უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ვალუტები გამყარდნენ - ჩინური იუანი 4.3%-ით, იაპონური იენი 0.4%-ით, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 7.4%-ით, კანადური დოლარი 5%-ით, მექსიკური პესო 15.9%-ით, რუსული რუბლი კი 43.2%-ით.რაც შეეხება ეროვნულ ვალუტა ლარს - 2025 წლის 1 იანვარს ერთი დოლარი 2.8120 ლარი ღირდა, დღეს კი მისი ღირებულება 2.6963 ლარს შეადგენს, რაც წლის განმავლობაში 4.4%-იანი გამყარებაა.2025 წელს ყველაზე მეტად 43.2%-ით რუსული რუბლი გამყარდა, ასევე 21%-ით გამყარდა უნგრული ფორინტი, 20%-ით შვედური კრონა, 15%-ით კი პოლონური ზლოტი. რაც შეეხება ყველაზე გაუფასურებულ ვალუტებს არგენტინული პესო...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→