
ბიზნესი
2025 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 4% იყო
Civil Georgia👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 5 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 4% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.2%-ით შემცირდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (8.8%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (7%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (4.4%-იანი ზრდა). ფასები შემცირდა კავშირგაბმულობისა (4.7%-იანი კლება), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (1.6%-იანი კლება) და დასვენება, გართობა და კულტურის (1.6%-იანი კლება) ჯგუფებზე.
რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (1.9%-იანი კლება); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (0.4%-იანი კლება) და ტრანსპორტი (0.3%-იანი კლება). ამასთან, ფასები გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვისა (0.5%) და ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს (0.4%) ჯგუფებზე.
რაც შეეხება სურსათისა და უალკო...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Civil Georgia→