
ბიზნესი
„2025 წელს საქართველოს ტურიზმიდან შემოსავალი $4.6 მლრდ-მდე გაეზარდა“ - რა გავლენა ექნება ირანში მიმდინარე მოვლენებს ქართულ ტურიზმზე?
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
Galt & Taggart-ის შეფასებით, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 4.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.ორგანიზაციის ყოველკვირეული განახლების მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 5.3%-ით გაიზარდა და 280 მლნ დოლარი შეადგინა.„ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.საინვესტიციო ბანკი საქართველოს ტურიზმის სექტორზე ირანში არსებული ვითარების გავლენას აფასებს.„საქართველოს ირანთან ეკონომიკური დამოკიდებულება ძირითადად ტურიზმით შემოიფარგლება, სადაც ირანიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები 2025 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიანი შემოსავლების 2.7% შეადგენდა. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული დაბალი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ირანში მიმდინარე არასტაბილურობის გახანგრძლივების შემთხვევაში საქართველოს ტურიზმის სექტორზე გავლენა მინიმალური იქნება“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
(window....
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→